· ლექცია-სემინარი - ,,ნაფიც
მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოში"
პროექტ ,,სამართლის ქალაქის“ ფარგლებში ბენეფიციარებს
ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაუტარდათ ლექცია ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ.
სალექციო კურსის მოსმენის შემდეგ კითხვა-პასუხის
რეჟიმში. მოსწავლეებმა მიიღეს
ამომწურავი ინფორმაცია მოცემულ თემასთან დაკავშირებით (უკუკავშირი).
აღნიშნული აქტივობით მოსწავლეებმა გაანალიზეს საქართველოს მოქალაქის კონსტიტუციური უფლებები,
გაიგეს, რა არის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მახასიათებლები, ვინ შეიძლება იყოს ნაფიცი მსაჯული და რა ტიპის დანაშაულების განხილვა ხდება მათ
მიერ.
შეხვედრაზე მონაწილეებს
დაურიგდათ საინფორმაციო ბუკლეტები ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პრინციპების შესახებ .
პროექტის მონაწილეები მადლობას უხდიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს
ქალბატონ მაია ივანაძეს და ქალბატონ ნინო გოგნიაშვილს.
პროექტს აფინანსებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების,
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური.